ბლოგრების კონკურსის გამარჯვებულები

13 თებერვალი 2018

20 იანვარს, კავკასიის მედიის სკოლაში აბიტურიენტი ბლოგერების კონკურსის ფინალური ეტაპის შედეგები გამოცხადდა. ჟიურიმ, სკოლის ლიტერატურის ლექტორის, ლევან ბერძენიშვილისა და ბლოგერი სტუდენტების - ნანო ჩაკვეტაძის, ნატა გელაშვილისა და ქეთა ბაღაშვილის შემადგენლობით, 3 გამარჯვებული გამოავლინა.

 

I ადგილი დაიკავა თინათინ ნათმელაძემ, ამბროლაურიდან და დაჯილდოვდა მედიის სკოლაში სწავლის 1500 ლარიანი ვაუჩერით.

II ადგილის მფლობელმა, თბილისელმა სანდრო საპანაძემ სწავლის 1000 ლარიანი ვაუჩერი მიიღო.

III ადგილის მფლობელმა ქუთაისელმა ნიკოლოზ ვასაძემ კი-500 ლარიანი ვაუჩერი.

 

ბლოგერების კონკურსის მონაწილეებმა მოისმინეს ლევან ბერძენიშვილის ლექცია “რატომ უნდა ვწეროთ”.