სტუდენტური კონფერენცია

16 აპრილი 2018

14 აპრილს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები," რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოში არსებული 12 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნაშრომები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებმა, ნინო რაზმაძემ და ნინო მკალავიშვილმა, თემებით - "Street Food (ქუჩაში კვება) - ახალი მიმართულება საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაში: პერსპექტივები და გამოწვევები" და „ინოვაციური მუსიკალური პროექტების მნიშვნელობა ტურისტებისთვის.“

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები.