საფეხბურთო ჩემპიონატი - CU გარდამავალი თასი 2018

30 ივნისი 2018
29 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი "CU გარდამავალი თასი 2018" დასრულდა.
 
ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაზე ერთმანეთს კავკასიის ბიზნესის სკოლის ორი გუნდი CSB-SMT FW და CSB-Atletics დაუპირისპირდა. თამაში CSB-SMT FW-ის სასარგებლოდ - 4:0 დასრულდა. თამაშს ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რომელმაც მატჩის დაწყებამდე მაყურებლებს მიმართა და გუნდებს წარმატება უსურვა. 
 

გამარჯვებულ გუნდს კავკასიის უნივერსიტეტისგან CU გარდამავალი თასი და 500 ლარიანი რესტორნის ვაუჩერი გადაეცა, მეორე ადგილზე გასული კი, რესტორნის 300 ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდა.

 
ჩემპიონატი 4 ივნისს დაიწყო, 29 შეხვედრა გაიმართა და მასში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა 14-მა გუნდი იასპარეზა. CU გარდამავალი თასი სამომავლოდაც გაიმართება.