კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლების დაჯილდოება

20 აპრილი 2019

20 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, თანამშრომელების დაჯილდოვება გაიმართა.

 

თანამშრომლებს, რომლებმაც კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობა 2011 წლამდე დაიწყეს, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მრავალწლიანი ერთგულებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.