ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება

5 დეკემბერი 2017

1 დეკემბერს, სასტუმროში „იოტა“, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით  და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

კურსის ფარგლებში, ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ მიეცათ ცოდნის ამაღლების შესაძლებლობა, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება. კურსის პირველი ეტაპი 2017 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო, რომელსაც 17 კომპანიის 22 წარმომადგენელი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ კურსი ყველა იმ საბაზისო საკითხის გავლას მოიცავს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. მსმენელები გაეცნენ ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების  მიმართულებით. სალექციო საათები საექსპორტო ლოჯისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს დაეთმო, რაც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება. კურსის მსვლელობისას განიხილეს საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და შეთანხმება (DCFTA)