ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის

22 მარტი 2018

17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ააიპ „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტო, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს პროექტში - „ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის“ მონაწილეობის მისაღებად. ამ თემის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს პროექტის აქტივობები და შესაძლებლობები.

 

პროექტის მიზანია, სტუდენტების განვითარება და მომზადება ეფექტური დებატებისთვის.

 

დებატების თემატიკა:

  • მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა
  • საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეფორმა
  • სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი
  • სურსათის უვნებლობის სისტემა

 

სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს, მასტერკლასებს, ქოუჩინგ სესიებს, თეორიული ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული უნარების გასავითარებლად.

 

ტრენინგი ჩატარდება შემდეგ თემებზე:

  • მოლაპარაკებების წარმოება
  • ბიზნეს კომუნიკაცია
  • პრეზენტაციის უნარები
  • საჯარო გამოსვლის ტექნიკები
  • დროის მართვა და სხვა