კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი ევროკავშირში

25 ოქტომბერი 2019

16-23 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები დავით ესათია და გიორგი ესაიაშვილი ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროკავშირის ინსტიტუციებში:

 

  • ევროკომისია (ბრიუსელი-ბელგია)
  • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი (ბრიუსელი-ბელგია)
  • ევროპის რეგიონალური კომიტეტის აპარატი (ბრიუსელი-ბელგია)
  • ევროპარლამენტი (სტრასბურგი-საფრანგეთი).

 

ევროპარლამენტში CU სტუდენტები პლენარულ სესიას დაესწრნენ და ევროპარლამენტარ იანა ტუმს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ეწვივნენ ნატოს სათაო ოფისს ბრიუსელში, სადაც ვრცელი ინფორმაცია მიიღეს ალიანსის მუშაობის პრინციპზე.