ნორსჰემპტონის უნივერსიტეტის და ალმაატის მენეჯმენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

22 ნოემბერი 2018

21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ნორსჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორს, ჯილ გორლეის და ალმაატის მენეჯმენტის უნივერსიტეტის რექტორს, გულმირა ყურგანბაევას უმასპინძლეს. 

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეთანხმდნენ სტუდენტების გაცვლასა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. სამომავლოდ დაგეგმეს თანამშრომლობა ინსტიტუციური განვითარების პროექტების კუთხით. ასევე, სტუმრები დაინტერესდნენ უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებით, რომლის პრეზიდენტი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელიაა.