ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტთან

20 თებერვალი 2019

20 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანია, სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამების, ასევე კვლევითი პროექტების განხორციელება.

 

ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, იური ვოლოშინმა  კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერა.