კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

31 ივლისი 2018

28 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ცერემონიალზე სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიმართეს.

 

ღონისძიებას პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამ სტუმარს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ისტორიულია, რადგან ღონისძიება პირველად კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა.