თურქეთში მდებარე ისტორიული მხარეების - სპერის, ბაიბურთისა და ლაზეთის ქართული კულტურის ძეგლების ბეჭდური და ონლაინ კატალოგი (სპელაბა)

23 ივლისი 2018

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის: „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2018” ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, თემურ ხუციშვილმა, თავის გუნდთან ერთად დაფინანსება მოიპოვა პროექტისთვის: "თურქეთში მდებარე ისტორიული მხარეების - სპერის, ბაიბურთისა და ლაზეთის ქართული კულტურის ძეგლების ბეჭდური და ონლაინ კატალოგი (სპელაბა)".

 

პროექტის მიზანია, მაქსიმალური ინტენსიურობით მოიძიონ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული საქართველოს მხარეების – სპერის, ბაიბურთისა და ლაზეთის ყველა სოფელსა და მათ შემოგარენში არსებული ქართული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები ან მათი ნაშთები. დაფიქსირდეს ძეგლების ზუსტი მდებარეობა (GPS კოორდინატებით) და თანამედროვე მდგომარეობა, მოხდეს მათი ფოტოფიქსაცია, აღწერა, აზომვა და მიღებული შედეგები წარმოჩნდეს მაქსიმალურად სრული ორენოვანი, ონლაინ ელექტრონული და ნაბეჭდი კატალოგების სახით. ქართულ და დასავლურ სამეცნიერო მიმოქცევაში შევიდეს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ასეულობით ძეგლი. ამრიგად, პროექტი 57/04-ით არსებულ კატალოგს (4 ტომს) დაემატება კიდევ 3 ტომი საკვლევი რეგიონების ქართული კულტურის ძეგლების შესახებ.