კახა შენგელია დაფოდილის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე

10 იანვარი 2018

9-10 იანვარს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, დაფოდილის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Daffodil International University) კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტისა და IAUP-ის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მოწვევა 2017 წლის ოქტომბერში, უნივერსიტეტისგან მიიღო და ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

 

მიღების შემდეგ დღეს, 10 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კურსდამთავრებულებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და განათლების ღირებულებაზე.

 

დაფოდილის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს ბანგლდეშის განათლების მინისტრი, ნურულ ისლამ ნაჰიდი ესწრებოდა.