საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

23 მარტი 2018

23 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავშირ-ასოციაციამ „აგორა“ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით“ ფარგლებში ჩატარდა.

 

შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, კერძოდ - რეგიონის აქტუალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე და პროექტის ფარგლებში დასაფუძნებელი ეკოცენტრის საქმიანობის პრინციპებზე, პროექტის აქტივობების  იმპლემენტაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

 

დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა მარტის ბოლოს თბილისში დაგეგმილ ორდღიან ტრენინგ-სემინარში და ერევანში დაგეგმილ ერთობლივ 4-დღიან ქართულ-აფხაზურ სასწავლო პროგრამაში. შეხვედრას კავშირ-ასოციაცია „აგორას" მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც მოწვეულ სტუმრებს პროექტის სპეციფიკა გააცნეს.