აისეკ საქართველოს წარმომადგენლების ვიზიტი

7 ივნისი 2018
7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა "აისეკ საქართველოს" წარმომადგენლებს, რომლებმაც უნივერსიტეტში განათავსეს საინფორმაციო სტენდი და სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს 6 კვირიანი გაცვლითი პროგრამების შესახებ.
 
"აისეკი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც თანამშრომლობს კავკასიის უნივერსიტეტთან და სთავაზობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს სხვადასხვა ქვეყანაში.