ავსტრალიის რაგბის ახალგაზრდული ნაკრების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 ივნისი 2017

5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ავსტრალიის რაგბის ახალგაზრდული ნაკრების წევრები. მორაგბეები ავსტრალიის ბონდის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომელიც კავკასიის  უნივერსიტეტის  ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია.

 

სტუმრებს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორც ბონდის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობაზე, ასევე ქართული რაგბის ისტორიასა და ბორჯღალოსნების მიღწევებზე. შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის რაგბის გუნდის წევრებიც ესწრებოდნენ, სპორტსმენებმა ერთმანეთს კითხვები დაუსვეს და გამოცდილება გაუზიარეს.

 

მორაგბეები საქართველოში  ,,მსოფლიო რაგბი U20  ჩემპიონატის’’ ფარგლებში იმყოფებიან.