კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

19 ივნისი 2017

19-21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს  Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტიდან (The Technical University of Kosice, Slovakia)  ესტუმრნენ პროფესორები Natasa Urbancikova და Oto Hudec.

 

ვიზიტის ფარგლებში პროფესორები შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს სამეცნიერო დარგში და კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტმანეტის წარმომადგენლებს. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

 

მობილობის ფარგლებში ასევე პროფესორებმა კავკასიის ტრენინგ ცენტრში ჩაატარეს ვორქშოფი პროექტების  მართვაზე. ვორქშოფს ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლები და ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი სიდიდით მეორეა სლოვაკეთის  ტექენოლოგიურ უნივერსიტეტებში და არის ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული  უმაღლესი სასწავლებელი.