კოჩის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

14 მარტი 2018

12-დან 14 მარტის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტმა კოჩის უნივერსიტეტის (Koc University, Istanbul, Turkey) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

კოჩის უნივერსიტეტი, Erasmus + ის პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის,  სახელმწიფო მართვის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანებთან და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს Erasmus+ ის პროექტის ფარგლებში კოჩის უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის დეტალები, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას,  ისაუბრეს უნივერსიტეტებში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ. ასევე განიხილეს და დასახეს  სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია.

 

ვიზიტის ფარგლებში დამატებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც კოჩის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სტუდენტებისთვის შემოთავაზებულ პროგრამებზე, შერჩევის პროცედურებზე, სტიპენდიების გაცემის ფორმებზე და ა.შ.