ლა როშელის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი

27 აპრილი 2018

26 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში ლა როშელის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის უფროსი, იულია კრიმოვა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ბენედიქტ ჯულიენი იმყოფებოდნენ. სტუმრებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და სტრატეგიული განვითარების უფროსმა, ირენა მელუამ, ტურიზმის სკოლის დეკანმა, ნინო კალანდაძემ, კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა, პაატა ბრეკაშვილმა და კავკასიის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დეპარტამენტის დირექტორმა, პავლე კაპანაძემ უმასპინძლეს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმისა და ბიზნესის სკოლაში არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, ორმაგი ხარისხის, ერაზმუს პლუსისა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამების კუთხით. გარდა ამისა, დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.