შეხვედრა რუზომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

17 ივლისი 2018

17 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტს რუზომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებისა და პიარის დეპარტამენტის წარმომადგენელი ესტუმრა, პეტერ ნემეცი. სტუმარს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. 

 

მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, ერაზმუს პლუსისა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების კუთხით.