საორიენტაციო შეხვედრა საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტთან

5 ოქტომბერი 2018

 

5 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას გაცვლითი და ორმაგი ხარისხის, საზაფხულო და სასტიპენდიო  პროგრამების შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროგრამებში მონაწილეობის წინაპირობების, სტუდენტთა შერჩევის, რეგულაციებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ.