მამუკა ხაზარაძის შეხვედრა სტუდენტებთან

12 თებერვალი 2019

12 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე შეხვდა.

 

მამუკა ხაზარაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა, თემაზე: „ანაკლიის პორტი - საქართველო გლობალური ბიზნესის რუკაზე“.

 

შეხვედრაზე თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებაზე, პროექტებზე, გუნდურობაზე ესაუბრა და საჯარო ლექციის ბოლოს მათ შეკითხვებს უპასუხა.