არაფორმალური შეხვედრები კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

8 ოქტომბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და თანამშრომლებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრებს მართავს. შეხვედრებზე პრეზიდენტთან იდეების, მოსაზრებების, პრობლემების და სხვა საკითხების გაზიარებაა შესაძლებელი.

 

მსგავსი აქტივობა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აპრობირებული მეთოდია, რომელიც სტუდენტების, ლექტორების და თანამშრომლების გააქტიურებას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მეტ ჩართულობას ემსახურება.

 

არაფორმალური შეხვედრები დილის 8:00 საათზე ტარდება. უნივერსიტეტის პრეზიდენტი სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და თანამშრომლებს ყავით და ჩაით უმასპინძლდება.