ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან

31 ოქტომბერი 2018

31 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, შემუშავდეს და განხორციელდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და პოპულარიზაციის ღონისძიებები (სემინარები, ლექციები, პრეზენტაციები, კონფერენციები, საინფორმაციო კამპანიები და სხვა.)

 

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით აკადემიური და გამოყენებითი კვლევების პოპულარიზაციას, საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის თაობაზე მეტ კომუნიკაციას საჯარო მოხელეებსა და აკადემიურ საზოგადოებას შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა.