მის მსოფლიო უნივერსიტეტი

21 დეკემბერი 2017

20 დეკემბერს, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, „მის მსოფლიო უნივერსიტეტის“  გამარჯვებული გამოვლინდა.  დაჯილდოებაზე ტიტული კუბელმა სტუდენტმა, მორას ბაე კლაუდიამ მიიღო.

 

„მის მსოფლიო უნივერსიტეტი“ ფინალის ჟიურის თავმჯდომარე კავკასიის უნივერსიტეტისა და IAUP-ის პრეზიდენტი კახა შენგელია იყო, რომელმაც მსოფლიოში ულამაზესი სტუდენტი დაასახელა.  

 

2016 წელს, მის მსოფლიო უნივერსიტეტის ტიტული პერუელ სტუდენტს, კელინ რივერა კროლს გადაეცა.

 

„მის მსოფლიო უნივერსიტეტი“ არის საერთაშორისო კონკურსი, სადაც შეირჩევა მის მსოფლიო უნივერსიტეტის მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი, კონკურსში ყოველწლიურად 70 სტუდენტი მონაწილეობს.  

 

კონკურსი 1986 წლის გაეროს რეზოლუციის შესაბამისად შეიქმნა, მშვიდობის საერთაშორისო წელიწადთან დაკავშირებით, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით. მის მსოფლიო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინა აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარეობს. 

 

2018  წელს „მის მსოფლიო უნივერსიტეტი“ მალაიზიაში ჩატარდება.