კავკასიის უნივერსიტეტი ინდოეთის საგანმანათლებლო გამოფენაზე

2 მაისი 2019

2-4 მაისს, კავკასიის უნივერსიტემა ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ მსოფლიოში უდიდეს საგანმანათლებლო სამიტში მიიღო მონაწილეობა.

 

საგანმანათლებლო სამიტი ბიზნეს შეხვედრებით (B2B) გაიხსნა, დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი, ირენა მელუა აწარმოებდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მეორე დღეს 70 ქვეყნის 1000-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა მოეწყო, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ინგლისურენოვანი პროგრამების შესახებ, ასევე დეტალურად გაეცნენ უნივერსიტეტში მიღების პროცედურებს.

 

გასათვალისწინებელია, რომ საგანმანათლებლო გამოფენის დასრულების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტმა 50 სააგენტოსთან გამართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

საგულისხმოა, რომ კავკასიის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას.