კავკასიის უნივერსიტეტმა ორი ახალი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო

19 ივლისი 2017

18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ორი ახალი  საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია გაიარა შემდეგმა პროგრამებმა: აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა და ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა.

 

აღნიშნულ პროგრამებზე მიღების გამოცხადება 2018 წლისათვის იგეგმება.

 

  • აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) განახორციელებს, მიზნად ისახავს აგრობიზნესის სფეროს მიმართ დაინტერესებულ პირებს განუვითაროს მენეჯერული კომპეტენციები და მოამზადოს ლიდერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ აგრობიზნესის საწარმოთა მართვას კონკურენტულ გლობალურ ბიზნეს-გარემოში. პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ აგრობიზნესის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს. პროგრამის ხელმძღვანელია ლალი ყიფშიძე.

 

  • ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) განახორციელებს, დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს გახდნენ ინოვაციური პროგრამის სტუდენტები და შეისწავლონ ელექტრონიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და ტელეკომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიები. პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხს. პროგრამის ხელმძღვანელია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გურამ ლეჟავა.