კახა შენგელია დუბროვნიკში WAAC-ის და WUC-ის სამუშაო შეხვედრებს დაესწრო

7 აპრილი 2018

3-5 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში, სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელიც World Academy of Art and Science-ის და World University Consortium-ის ორგანიზებით იმართებოდა თემაზე "მომავლის დემოკრატია - გამოწვევები და შესაძლებლობები."

 

ხორვატიაში გამართულ სამ დღიან შეხვედრაზე, ჩატარდა სესიები და ფინალური დისკუსია აღნიშნულ საკითხზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, პროფესორები, პოლიტიკოსები, მწერლები და ბიზნესის სექტორის წარმოამდგენლები. მათთან ერთად, მსოფლიო უნივერსიტეტთა კონსორციუმის მმართველმა საბჭომ განიხილა მომავლის დემოკრატია, მისი პერსპექტივა და გამოწვევები. ღონისძიების დასასრულს გაიცა რეკომენდაციები.

 

სამუშაო შეხვედრის პარალელურად 3 აპრილს, ქონდა მოხსენება, თემაზე "Challenges Confronting Democracy Today."

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის (WUC) მმართველი საბჭოს წევრია.