რისებას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 მაისი 2018

5 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ რისებას უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას, სკოლების დეკანებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

 

სამუშაო შეხვედრაზე, რისებას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ, აქ არსებულ ინგლისურენოვან პროგრამებზე, ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა ერთობლივი პროექტების განვითარების გზით, სტუდენტების მობილობის გაზრდა, რადგან 2004 წლიდან აღნიშნული უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია.

შეხვედრის შემდეგ რისებას უნივერსიტეტის წარმომადგენლება კამპუსი დაათვალიერეს.

 

რისება - ბიზნესის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია ლატვიაში, დედაქალაქ რიგაში, რომელშიც 3000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.