განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია

23 ივლისი 2017

21 ივლისს, ტექნო პარკში განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ფორუმს ცენტრის კურსდამთავრებული სტუდენტები, მიმდინარე გრანტის მფლობელები და 2017-2018 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიანტები დაესწრნენ. მათ შორის იმყოფებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომელთაც დაფინანსება მოიპოვეს და სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.

 

ფორუმი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა, სტიპენდიანტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ ისაუბრა.

 

პროგრამის პრიორიტეტებსა და დასაქმების პრესპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა. სტუდენტებს სიტყვით მიმართა კავაკსიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტში დასაქმებისა და აკადემიურ პროცესში ჩართულობის შესაძლებლობებზე და უპასუხა მათ კითხვებს. 

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა 18 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და აქტიურად თანამშრომლობს „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.