ტოჩინოშინის შეხვედრა გულშემატკივრებთან

8 ივნისი 2018

8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი სუმომანთა კლუბის წევრებს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მედიას შეხვდა.

 

შეხვედრაზე ლევან გორგაძემ სუმომანთა კლუბის დამფუძნებლებთან ერთად სუმოზე, მის წარმატებაზე და იაპონიისა და საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრისას მან ჟურნალისტების, მედიისა და გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ტოჩინოშინს საჩუქარი გადასცა, წარმატება უსურვა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

 

ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ბოლო ბაშოზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ოძეკის წოდება მიიღო.