კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

19 ნოემბერი 2017

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 16 ნოემბერს, მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის ორგანიზებით, ოფიციალურად გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - მომავლის განათლება. კონსორციუმის მმართველი საბჭოს სხდომის შეხვედრაზე, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით აირჩიეს.

 

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ: ძალიან ცნობილი პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სტუდენტები.

 

საერთაშორისო კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს რეკომენდაცია გაუწიეს მომავალ გენერალურ ასამბლეაზე აირჩიონ მსოფლიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ნამდვილ წევრად, 2018 წლის გაზაფხულზე. მსოფლიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრობა სამუდამოდ განისაზღვრება.

 

მსოფლიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია 1960 წელს ალბერ აინშტაინმა დააარსა.

 

აღსანიშნავია რომ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი 2017 წლის 8 ივლისს, “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) გენერალური ასამბლეის სხდომაზე IAUP-ის პრეზიდენტად სამი წლის ვადით აირჩიეს.