საფეხბურთო ჩემპიონატი CU Cup 2018 აბიტურიენტებისთვის

20 დეკემბერი 2018

20 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატის „CU Cup 2018” ფინალი გაიმართა. გამარჯვებული გუნდი თბილისის 175-ე საჯარო სკოლა გახდა.

 

საფეხბურთო ჩემპიონატი აბიტურიენტებისთვის 29 ნოემბერს დაიწყო და მასში თბილისის 25 სკოლა მონაწილეობდა.

 

ფინალური შეხვედრა 26-ე და 175-ე სკოლას შორის, ანგარიშით 10:6 დასრულდა. 

 

ტურნირის საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები კავკასიის უნივერსიტეტისგან. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ტური გუდაურში, ასევე ფინალურ შეხვედრაზე გასულ გუნდებს გადაეცათ სხვადასხვა პრიზი.