სტუდენტური წვეულება

4 ივლისი 2018

3 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტური წვეულება - CUniOn Party გაიმართა.

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ყველა სკოლისა და პროგრამის სტუდენტისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის 20 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა. წვეულებაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ სტუდენტებს სიტყვით მიმართა.

 

CUniOn Party კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულმა, სოფო ბათილაშვილმა გახსნა და რამდენიმე სიმღერა შეასრულა. სოფოსთან ერთად, მსმენელის წინაშე, ამავე პროექტის მონაწილე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, ქრისტინე ჯაფარიძეც წარსდგა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ბენდი „ნიუტონი“ და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები კლუბური მუსიკით.

 

წვეულება გრანდიოზული ფეიერვერკით და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.