"ევროპული ინტეგრაცია და ქართული შრომითი ურთიერთობების (EIGER)" დახურვის კონფერენცია

7 ნოემბერი 2016

4 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტის "ევროპული ინტეგრაცია და ქართული შრომითი ურთიერთობების (EIGER)"  დახურვის კონფერენცია.  

 

EIGER-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა "ევროპული ინტეგრაცია და ქართული შრომითი ურთიერთობები", რომელსაც ერთობლივად ახორციელებს სამი ქართული უნივერსიტეტი (კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 

 

ღონისძიებაზე  განიხილეს EIGER-ის სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ასევე  გაიმართა  წიგნის "European Union Politics" ქართული თარგმანის პრეზენტაცია.“