კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

8 ოქტომბერი 2016

8 ოქტომბერს, სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში" კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, უცხოელი სტუმრები, უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.


სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სკოლის დეკანებმა და British-American Tobacco კავკასიის დირექტორმა კორპორატიულ და მარეგულირებელ საკითხებში ზვიად სხვიტარიძემ.

 

ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ: დოქტორ ალან გუდმენი - საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი და CEO (IIE), დოქტორი ფენვიკ ჰასი - ზიკლინ ბიზნეს სკოლის დეკანი, ბარუქის კოლეჯი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი (Willem Kookier Dean, Zicklin School of Business, Baruch College), დოქტორი აკიფ ფარჰად ოღლუ მუსაიევი - აზერბაიჯანის უნივერსიტეტის დამაარსებელი (Founder of University of Azerbaijan), დოქტორი ბიჟან ფაზლოლაჰი - კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დოქტორ ალან გუდმენს, დოქტორ ფენვიკ ჰასს და დოქტორ აკიფ ფარჰად ოღლუ მუსაიევს მიენიჭათ კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გაიამრთა გრანდიოზული წვეულება რესტორან "ოტიუმში". საღამოს დასაწყისში სტუდენტებს სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ წვეულების გასართობი ნაწილი დაიწყო. საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე დიჯეი რემბომ იზრუნა. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებთან ერთად სადღესასწაულო ტორტის პირველი ნაჭერი ჩამოჭრა და წვეულების ოფიციალური ნაწილი ფეიერვერკით დასრულდა.

 

წვეულება გვიანობამდე დიჯეი-მუსიკით გაგრძელდა.