საპატიო სტუმრების შეხვედრა მმართველ საბჭოსთან

7 ოქტომბერი 2016

7 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია: დოქტორ ალან გუდმენი - საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი და CEO (IIE), დოქტორი ფენვიკ ჰასი - ზიკლინ ბიზნეს სკოლის დეკანი, ბარუქის კოლეჯი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი (Willem Kookier Dean, Zicklin School of Business, Baruch College), დოქტორი აკიფ ფარჰად ოღლუ მუსაიევი - აზერბაიჯანის უნივერსიტეტის დამაარსებელი (Founder of University of Azerbaijan), დოქტორი ბიჟან ფაზლოლაჰი - კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

ვიზიტის ფარგლებში საპატიო სტუმრებმა შეხვედრა გამართეს კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.

 

ხვალ, 8 ოქტომბერს დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე აღნიშნულ სტუმრებს მიენიჭებათ კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.