IAUP-ის ნახევარწლიური შეხვედრა არგენტინაში

8 ნოემბერი 2018

7-11 ნოემბერს, არგენტინაში, კუჟოს ნაციონალური უნივერსიტეტი მენდოზაში, IAUP-ის რიგით მეორე ნახევარწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრას ესწრება IAUP მმართველი საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, კუჟოს უნივერსიტეტის და არგენტინის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორები.

 

შეხვედრის ფარგლებში, კუჟოს უნივერსიტეტი ასევე მასპინძლობს 25-ე წლიურ კვლევით ღონისძიებას, რომლის ფარგლებში IAUP-ის შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენენ უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევით პროექტებს და კვლევის ინტრენაციონალიზაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებს. შეხვედრა კუჟოს უნივერსიტეტის რექტორმა, დანიელ რიკარდო პიზამ გახსნა და მოკლედ მიმოიხილა არგენტინის უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. შეხვედრაზე IAUP-ის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ წარმოადგინა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის დეტალური ანგარიში და ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტები. ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, დაანონსა ისპაჰანში დაგეგმილი რეგიონალური შეხვედრის დეტალები და წარმოადგინა სიტი ვანის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ვიდეოკლიპი ისპაფანის შეხვედრის შესახებ.

 

შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა IAUP-ის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში და დაგეგმეს მომავალი ღონისძიებები, იმსჯელეს IAUP-ის წევრ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და ახალ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას გლობალურ სივრცეში.