"უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" (IAUP) კონფერენცია

6 თებერვალი 2017

2-4 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" არჩეული პრეზიდენტის რანგში მონაწილეობა მიიღო IAUP-ის ნახევარწლიურ კონფერენციაში, რომელსაც University of San DiegoSan Diego State UniversityCETYS Universidad უმასპინძლეს. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" (IAUP) 2014-2017 წლების არჩეულ პრეზიდენტად 2014 წლის 14 ივნისს აირჩიეს. 2017 წლის ივლისში, ვენაში დაგეგმილ მომდევნო გენერალური ასამბლეის სხდომაზე იგი ავტომატურად დაიკავებს IAUP-ის 2017-2020 წლების პრეზიდენტის თანამდებობას და უხელმძვანელებს აღნიშნულ ორგანიზაციას სამი წლის განმავლობაში.