IV სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით “ქვეყნის განვითარების პერსპექტივები”

11 იანვარი
სკოლამ სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "ქვეყნის განვითარების პერსპექტივები" გამართა. კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა კავკასიის სამართლის სკოლის, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტების სამეცნიერო – ანალიტიკური კვლევები.
ახალგაზრდების საკვლევი თემატიკა იყო: ,,თვითგამორკვევის უფლება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სტატუსი'', ,,სასჯელის მიზნები და მათი აღსრულების მექანიზმი სისხლის სამართალში'', 'ინფორმაციის თავისუფლება და საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის გზები", 'ტრეფიკინგი –XXI საუკუნის აქტუალური პრობლემა~, 'ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც დარღვეული Uუფლებების აღდგენის მექანიზმი", 'საკუთრების შეძენა დაკარგვა უძრავ და მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სახეები", ,,საკუთრების უფლება და მისი შეზღუდვის ფარგლები საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით'', "კორპორაციული მართვა ა.შ.შ-სა და საქართველოში".
კონფერენციაში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენლები, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ლაშა ბრეგვაძე.

საკონკურსო კომისიის (თვმჯდომარე პროფ. ზვიად გაბისონია) გადაწყვეტილებით, ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – ანა კოსტავა, საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი;
II ადგილი - ბაქარ ფალავანდიშვილი, საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი;
II ადგილი - თამარ ხარაზიშვილი, საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი;
III ადგილი - Nნინო ნიკოლაიშვილი, საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი;
III ადგილი - Nნინო მაჭავარიანი, საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი;