იაპონიის ტურისტული კომპანიის (JTB) წარმომადგენლობი სტუმრად ტურიზმის სკოლაში

1 დეკემბერი 2016

30 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლამ უმასპინძლა იაპონიის ტურისტული კომპანიის (JTB) წარმომადგენლობას, რომელიც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, JICA-ს ტენდერში გამარჯვებული ტურისტული კომპანიაა. მისი მიზანია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ტურიზმის განვითარების საკითხების შესწავლა.

 

ექსპერტებს შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის აკადემიური პროგრამების დირექტორი, პროფესორები და კავკასიის უნივერსიტეტთანვე არსებული, საქართველოს კურორტების და ტურისტული რესურსების კვლევითი ცენტრის წევრები.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო პროექტები და დაიგეგმა ორმხრივი თანამშრომლობა.