ქართული დიასპორული კონფერენცია ათენში

2 ივნისი 2019

30 მაისს, ათენში, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა ქართული დიასპორულ კონფერენცია, რომელზეც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული. კონფერენციის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის მეწარმეობის განვითარების ცენტრმა მონაწილეებს გააცნო საქართველოში არსებული შესაძლებლობები მცირე ბიზნესის წამოსაწყებად, საგადასახადო შეღავათები, საგრანტო თუ სხვა პროგრამები, რომლის გამოყენებითაც ემიგრამტებს შესაძლოა გაუადვილდეთ სამშობლოში დაბრუნება. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის დაფინანსებით, ათენში, უკვე მეორედ ჩატარდა სემინარი/ტრენინგი „მცირე ბიზნესის წამოწყება საქართველოში“, რომლის მიზანია ქართველ ემიგრანტებს გააცნოს საქართველოში არსებული შესაძლებლობები.

 

ასევე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება. მიღებას დაესწრნენ საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საბერძნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი და სხვა სტუმრები.