სიბნელე, რომელიც აზროვნებას გვაიძულებს

25 აპრილი 2018

24 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ანდრო დგებუაძის საჯარო ლექცია - "სიბნელე, რომელიც აზროვნებას გვაიძულებს."

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა პირებმა.

 

ლექციის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას საკითხის ამოწურვის საშუალება კითხვა-პასუხის რეჟიმში ჰქონდა.

 

ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა" იყო, რომელიც სტუდენტებს საგანმანათლებლო პროექტებს სთავაზობს.