,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016’’

25 სექტემბერი 2016

25 სექტემბერს, სასტუმრო ,, Rooms ’’ – ში გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016’’–ის დასკვნითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია –„სამართლის განვითარება თანამედროვე საქართველოში’’. კონფერენციის ძირითადი თემატიკა იყო – დემოკრატიული სამართლებრივი რეფორმების შემუშავება და მათი რეალიზაცია  კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის სფეროებში.

 

სტუდენტებს აფასებდნენ ჟიურის წევრები შემდეგი შემადგენლობით: კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – გიორგი ლორია, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – ლევან დუნდუა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა   და  პოლიტიკის  სკოლის  დეკანი, ასოცირებული პროფესორი – ანა ფირცხალაშვილი.

 

კონფერენციის ბოლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა – ალექსანდრე ჯეჯელავამ საჯარო ლექცია წაიკითხა სტუდენტებისთვის, ხოლო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები კი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. 

 

,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016’’ ვაკის პარკში გამართული კონცერტით დაიხურა.