პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

4 ივნისი 2019

27-31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერობებისა და პროექტების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების: ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის, (Budapest Metropolitan University,Hungary) ესტონეთის ბიზნესის სკოლისა (Estonian Business School,Estonia) და კაუნასის კოლეჯის (Kauna Kolegjia,Lithuania) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში კაუნასის კოლეჯის წარმომადგენელმა, რენატა სედლიორინიემ (Renata Sedliorienė) ლექციები გამართა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის, ხოლო გერმანული ენის ლექტორებისთვის ვორკშოპი ჩაატარა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს სწავლების მეთოდები გაუზიარეს.

 

გასათვალისწინებელია, რომ ესტონეთის ბიზნესის სკოლის პროფესორმა კატრი კერემმა (Katri Kerem) ლექციები კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში გამართა, ხოლო ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორებმა ნაომი კულჩსარმა (Naomi Kulcsar) და ჯუდიტ გროტემ (Gudit Grotte) ლექციები კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის გამართეს.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა კავაკსიის ბიზნესის სკოლის დეკანთან ელენე ჯღარკავასთან და კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანთან ნინო კალანდაძესთან, მხარეებმა სამუშაო შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.