სამეცნიერო სემინარი თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ

24 ნოემბერი 2018

24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი, რომელზეც განხილეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი საკითხი:

 

  • „გადაცემის ციფრული ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები და ტექნოლგიები." მომხსენებელი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ სვანიძე.

 

  • „ნანო მასალების მიღების პროცესში მაგნიტრონული დაფრქვევის ინოვაციური მეთოდის გამოყენების შესახებ." მომხსენებელი - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზაურ ბერიშვილი და მასალათა მცოდნეობის დოქტორი მარინა ყიფიანი. საკითხი შეეხებოდა საქართველოში და საზღვარგარეთ დაპატენტებულ ტექნოლოგიას, კერძოდ ნანო მასალების მიღების პროცესში მაგნიტრონული დაფრქვევისას ახალი მიდგომის გამოყენებას მბრუნავდი მაგნიტური ველის სახით და გრავიტაციული ძალების გამოყენებით.

 

სემინარზე წიგნის „გადაცემის ციფრული ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები და ტექნოლგიები" პრეზენტაცია ჩატარდა და შესაბამისი აპარატურა დემონსტრირდა.

 

სემინარს ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული მეცნიერები.