მეცნიერებისა და ინოვაციების გამოფენა

17 სექტემბერი 2016

 17 სექტემბერს, ექსპო–ჯორჯიას მე–5 პავილიონში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ,,თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2016’’–ის ფარგლებში, ჩატარდა მეცნიერებისა და ინოვაციების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იქნა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და პროფ. მასწავლებელთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულები, სასწავლო მასალა, ასევე რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014-2015 წლებში დაფინანსებულ პროექტ: „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები”-ს კვლევის 2014–2015 წლების ანგარიშები და კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის მიერ ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე აღოჩენილი ქართული ძეგლების ფოტო მასალა.