ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში

12 ნოემბერი 2017

4 ნოემბერს, ყვარელში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში", რომელზეც წარმოდგენილი იყო სტუდენტების და ტურიზმით დაინტერესებული პირების ნაშრომები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა, ლიკა სონგულიამ, თემით - "კურორტი ახტალა".

 

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.