ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტელეკომპანია "იმედთან"

1 დეკემბერი 2016

30 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის მედიის სკოლასა და ტელეკომპანია "იმედს" შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ტვ "იმედის" სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში მედიის სკოლის სტუდენტების მონაწილეობას. 

 

მემორანდუმის მიზანია მხარეთა ერთობლივი საქმიანობითა და თანამშრომლობით,  სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

 

ტელეკომპანია მისი შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტებისათვის მასტერკლასების/შეხვედრების/ლექციების ჩატარებას, ხოლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ტელეკომპანიის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ  სტუდენტების ინფორმირებასა და ჩართულობას.