ვესმისტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

3 ივლისი 2019

3 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ვესმისტერის უნივერსიტეტის (Westminster University, London, UK) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები. ისაუბრეს სახელმწიფო მართვის სკოლაში არსებული პროგრამების შესახებ და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, განსაკუთრებული ყურადღება კი სადოქტორო პროგრამების მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე გამახვილდა.

 

გასათვალიწინებელია, რომ მხარეებმა გამოხატეს საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა საზაფხულო სკოლების ერთობლივად განხორციელების სურვილი.