კავკასიის ბიზნესის სკოლა


კავკასიის ბიზნესის სკოლის მისიაა კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის მეშვეობით მოამზადოს მსოფლიოში აღიარებული დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, გლობალურ ასპარეზზე კონკურენტუნარიანი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გამზიარებელი ბიზნესის სფეროს პროფესიონალები, რომელთაც ექნებათ სფეროს თეორიული ცოდნა და კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

კავკასიის ბიზნესის სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილ აკადემიურ პროგრამებს, რომლებსაც 2005 წლიდან  მინიჭებული  აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია.

სკოლაში ფუნქციონირებს საბაკალავრო, ორმაგი საბაკალავრო, სამაგისტრო, ორმაგი სამაგისტრო, სადოქტორო და სასერტიფიკატო პროგრამები.

სკოლის პროგრამები, კურიკულუმები, სილაბუსები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) ნორმებთან.
საწყისი გვერდისკოლებიბიზნესის სკოლა